HotSale

როგორ მუშაობს?

იმისათვის, რომ თქვენი შეთავაზება წარმატებული და მომხმარებლისთვის მიმზიდველი იყოს,  გასათვალისწინებელია შემდეგი კრიტერიუმები

  • ფასდაკლება უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის კომპანიაში არსებული ფასიდან
  • ფასდაკლების პროცენტი უნდა იყოს მაღალი და მომხმარებელი ზოგავდეს მნიშვნელოვან თანხას.
  • აქციის დროსა და ვაუჩერის გამოყენების ვადაში ასეთი შეთავაზებით სარგებლობა უნდა შეეძლოთ მხოლოდ HotSale.ge-ს მომხამარებლებს.  ფასდაკლება უნდა იყოს ექსკლუზიური!

 

 

იმისათვის რომ გქონდეთ საშუალება  HotSale-ის მეშვეობით გაყიდოთ მომსახურება ან პროდუქცია უნდა დაგვიკავშირდეთ.

  • თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ვაუჩერების რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური ვაუჩერების რაოდენობა გაიყიდება, თქვენ მიიღებთ გარანტირებულ კლიენტებს. თუ მინიმალური ვაუჩერების რაოდენობა არ გაიყიდა, მაშინ პრომოაქცია ანულირდება.
  • აქციის ვადა დგინდება ბიზნესთან შეთანხმებით, ამ პერიოდში მომხმარებელს აქვს საშუალება შეიძინოს ვაუჩერი.  აუცილებელია რომ განსაზღვროთ ვაუჩერის გამოყენების ვადა.
  • იმისათვის რომ თქვენი აქცია კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, შეგიძლიათ ბანერის შეძენა.
  • ყველას ვინც იყიდის ფასდაკლებულ ვაუჩერს, გაეგზავნება ვირტუალური ვაუჩერი კოდით. კლიენტს შეუძლია მოვიდეს თქვენთან  ფასდაკლების გაცემის ნებისმიერ დღეს და წარადგინოს ვაუჩერი  ან მარტო ვაუჩერის კოდი და პირადობის მოწმობა,  რის შემდეგაც მიიღებს ფასდაკლებულ მომსახურებას ან პროდუქციას.  TBC Pay, OSMP, Nova Pay Box, Express Pay-ის ქვითრების წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებლებს მაინც უნდა მოსთხოვოთ კოდი და პირადობის მოწმობა.
  • გაყიდული ვაუჩერების ღირებულებას (მინუს HotSale.ge-ს საკომისიო) მიიღებთ საბანკო გადარიცხვით პრომოაქციის დამთავრების შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ჩამოგეჭრებათ საერთო გაყიდული ვაუჩერების თანხიდან ჩვენი საკომისიო . თქვენ არაფერს იხდით წინასწარ, ჩვენ ვიღებთ საკომისიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ ახდენთ თქვენი პროდუქციის ან/და მომსახურების რეალიზაციას.

გზა: Home