HotSale

როგორ მუშაობს?

 

ჩვენ არ გთავაზობთ ისეთ პროდუქტს და/ან მომსახურებას რაც ისედაც ფასდაკლებით იყიდება. ჩვენ ვარჩევთ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მომწოდებლებს და მათთან ერთად,  მხოლოდ www.hotsale.ge-ის მომხმარებლისთვის ვამზადებთ უნიკალურ აქციებს დიდი ფასდაკლებით.

 

საიტზე www.hotsale.ge განთავსებული ფასდაკლებების აქციები მოქმედებს მხოლოდ საიტიდან შეძენის შემთხვევაში!

 

არსებობს აქციის ორი ტიპი:

  • იყიდება ფასდაკლების ვაუჩერი, რომლის შეძენის შემთხვევაში მიიღებთ ექსკლუზიურ ფასდაკლებას ადგილზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ საიტის მომხმარებლებისთვის. ასეთი ტიპის აქციებს აქვს ნიშანი: 
  • იყიდება მთლიანად მომსახურება ან პროდუქტი ექსკლუზიურ ფასად, რომელიც ასევე განკუთვნილია მხოლოდ საიტის მომხმარებლებისთვის. ასეთ შემთხვევაში ადგილზე არაფერს იხდით.

 

მომსახურების ან პროდუქტის ვაუჩერის შესაძენად უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე და გაიაროთ ავტორიზაცია. დახმარებისთვის შეგიძლიათ იხილოთ რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია.

 

გადახდა შესაძლებელია 2 გზით :

1. ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათის მეშვეობით. ეს პროცესი აბსოლუტურად დაცულია და არავითარი საკომისიო არ გეჭრებათ.

2. შეგიძლიათ ბალანსის შევსება TBC Pay, Express Pay ან Nova Paybox სწრაფი გადახდის აპარეტების მეშვეობით და შემდგომ გადახდა თქვენი ბალანსიდან. ამ შემთხვევაშიც არავითარი საკომისიო არ ჩამოგეჭრებათ.

 

შეგიძლიათ იხილოთ გადახდის ვიდეო ინსტრუქცია.

 

გადახდილი თანხა არ ჩამოგეჭრებათ მანამდე სანამ აქცია არ დამთავრდება. გადახდის შემდეგ თანხა დაგებლოკებათ თქვენი ბარათის ანგარიშზე ან ბალანსზე. იმ შემთხვევაში თუ მინიმალური ვაუჩერების რაოდენობა არ გაიყიდა თანხას ბლოკი მოეხსნება, ხოლო თუ აქცია განხორციელდება ანუ გაიყიდება მინიმალური ვაუჩერების რაოდენობა თანხა ჩამოგეჭრებათ.

 

ფასდაკლების ვაუჩერს მიიღებთ ელ. ფოსტაზე, SMS-ის სახით მობილურზე, ასევე შეგიძლიათ ნახოთ განყოფილებაში ”თქვენი პროფილი და ვაუჩერები” ნებისმიერ დროს.

biz ფასდაკლებული პროდუქციის ან/და მომსახურების მისაღებად საჭიროა ადგილზე წარადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და ვაუჩერი კოდით.

 

გზა: Home