HotSale

მომსახურების პირობები

ყურადღებით წაიკითხეთ მომსახურების პირობები. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს მაშინ ნუ ისარგებლებთ საიტით HotSale.ge.

ყურადღება: იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაარეგისტრირებთ ბიზნესს, მაშინ თქვენ ასევე უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ ბიზნესისთვის დამატებითი მომსახურების პირობებს.

 

 

საჯარო ოფერტი


წინამდებარე ხელშეკრულება იდება ფიზიკურ პირს (შემდგომში „მყიდველი“, „მომხმარებელი“), რომელიც რეგისტრირდება საიტზე www.hotsale.ge (შემდგომში „საიტი“)  და შპს „რეშენალ სოლუშენს“ (შემდგომში „შუამავალი“) შორის, რომელიც  არის იმ პირის(შემდგომში „გამყიდველი) შუამავალი, რომელიც მითითებულია ამ ხელშეკრულების დანართში.  შუამავალი მოქმედებს გამყიდველის სახელით.
ხელშეკრულება იდება შემდეგზე:

1.    ტერმინები და განსაზღვრებები:
a)    საჯარო ოფერტი – შეთავაზება გამყიდველის საქონლის ან მომსახურების შეძენის შესახებ, რომელიც განთავსებულია შუამავლის საიტზე და წარმოადგენს შეთავაზებას საიტის მომხმარებლებისადმი

b)    აქცია – ღონისძიება, რომელსაც მართავს გამყიდველი საკუთარი საქონლის და/ან მომსახურების რეალიზაციის მიზნით. ეს ღონისძიება განკუთვნილია შუამავლის საიტის მომხმარებლებისათვის, რომლებიც შეიძენენ ვაუჩერებს შუამავალთან იმ პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე საჯარო ოფერტში. შუამავალის მომხმარებელი/მყიდველი აღიარებული იქნება აქციის ფაქტიურ მონაწილედ, თუ მის მიერ შეძენილი იქნება გამყიდველის საქონელი/მომასახურება საჯარო ოფერტის ჩარჩოებში ვაუჩერის წარდგენით. აქციის ჩატარების პირობები ქვეყნდება საიტზე და წარმოადგენს წინამდებარე საჯარო ოფერტის(ხელშეკრულების) განუყოფელ ნაწილს(დანართს).

c)    აქციის მოქმედების დრო – დროის პერიოდი, რომლის დროსაც შუამავალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიიღოს ვაუჩერ(ებ)ი.

d)    ვაუჩერი – მომხმარებლის მიერ შუამავალთან მიღებული დოკუმენტი რომელიც არის  ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კოდი, უნიკალური იდენტიფიკატორი და მომხმარებლის პირადი ნომერი, რის საშუალებითაც ხდება მომხმარებლის/მყიდველის იდენტიფიცირება და რომელიც იძლევა გამყიდველთან საქონლის/ მომსახურების  შეძენის უფლებას აქციის პირობებით მისი მოქმედების დროს.

e)    ვაუჩერის მოქმედების ვადა – დროის პერიოდი, რომლის დროსაც გამყიდველი ვალდებულია ვაუჩერის წარმდგენ მომხმარებელს/მყიდველს  გადასცეს საქონელი/მომსახურება საჯარო ოფერტის პირობებით აქციის ჩატარების პირობების თანახმად. ვაუჩერის მოქმედების ვადა ეთითება საიტზე.


2.    ხელშეკრულების დადების სრულ და უპირობო თანხმობად (შემდგომში „აქცეპტი“) ითვლება წარმომადგენლის საიტზე www.hotsale,ge რეგისტრაცია და გადახდის განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების მე–7 პუნქტით.

3.    ხელშეკრულების აქცეპტი ნიშნავს, რომ მომხმარებელი/მყიდველი ეთანხმება შემოთავაზების ყველა პირობასა და განსაზღვრებას. აქცეპტი ხელშეკრულების(თავისი დანართებით)  დადების ტოლფასია.

4.    ხელშეკრულების საგანი, პირობები და მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამის დანართში(აქციის ჩატარების პირობები).

5.    ხელშეკრულების დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ყველა პირობა, რომელიც დანართშია გაწერილი ხელშეკრულების პირობებს წარმოადგენს.

6.    ხელშეკრულების დანართ(ებ)ი  განთავსდება საიტის ინტერნეტ–გვერდზე განყოფილებაში „აქციის პირობები“, რომელიც გამყიდველთან  გარიგების საგანს, პირობებს და მოქმედების ვადას მოიცავს.

7.    შუამავლის უფლებამოსილება შემოიფარგლება საიტზე გამყიდველის სახელით გარიგების საგნისა და პირობების საიტზე გამოქვეყნებით, ასევე გარიგების გაფორმებით, რომელიც გამოიხატება მომხმარებლის  ფულადი სახსრების ჩარიცხვის შემდეგ მისთვის ვაუჩერების გადაცემით. ხელშეკრულების მიხედვით უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის.  ყველა  პრეტენზია ხელშეკრულების საგანსა და მის პირობებზე წარედგინება გამყიდველს. შუამავალი გამყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი არ არის.

8.    მომხმარებელი შუამავალის  საანგარიშსწორებო ანგარიშზე საიტზე მითითებული შესაბამისი საშუალებებით რიცხავს თანხის იმ ოდენობას, რომელიც ნაჩვენებია ხელშეკრულების დანართში. თანხის გადარიცხვა შეიძლება ხდებოდეს უნაღდო ანგარიშსწორებით.

9.    თანხის გადახდის ყველა ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი.

10.    ხელშეკრულებით მყიდველისა და გამყიდველის უფლებების წარმოშობა დამოკიდებულია შემდეგი პირობის დადგომასთან , რომლის შესახებაც  ხელშეკრულების მხარეებისთვის უცნობია, დადგება იგი თუ არ დადგება. კერძოდ,  ხელშეკრულების აქცეპტი სხვა  მომხმარებლების მიერ, რომელთა მინიმალური რაოდენობა, აგრეთვე, ოფიციალური და საჯარო შეთავაზების  მოქმედების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამის დანართში.

11.    ხელშეკრულების დადების მტკიცებულებად ითვლება მომხმარებლის მიერ გამყიდველთან მომხმარებლის ვაუჩერის წარდგენა. სხვა რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ ხელშეკრულება დადებულია, გამყიდველის მიერ არ განიხილება.

12.    შუამავალსა და გამყიდველს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი ქვეყნდება საიტზე და მომხმარებელი აქედან იგებს მის შესახებ.

13. მომხმარებელი თანახმაა, რომ მისი პირადი მონაცემები, როგორიც არის ელ. ფოსტა, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონი, სახელი, გვარი და სხვა, შუამავალმა გაანდოს კომპანიას, რომლის მომსახურებას ან პროდუქციას მომხმარებელი შეიძენს საიტიდან.

14.    მომხმარებელი თანახმაა, რომ საიტზე რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, მის ელექტრონულ მისამართზე შუამავალის მიერ გაიგზავნოს წერილები და შეტყობინებები, მათ შორის სარეკლამო ხასიათის.  ამავდროულად, შუამავალი მომხმარებლის ელექტრონულ მისამართს და სხვა ინფორმაციას მესამე მხარეს არ გადასცემს.

15.    პირად პროფილში ტელეფონის ნომრის მითითებით, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება იმას, რომ მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მათ შორის სარეკლამო ხასიათის. ამ ფუნქციის გასაუქმებლად მომხმარებელმა უნდა შეავსოს მოთხოვნა შუამავალი საიტის ადმინისტრაციის სახელზე უკუკავშირის საშუალებით.

16.    მომხმარებელი თანახმაა, რომ აქციის მოქმედების ვადაში ფულადი სახსრების დაბრუნება გამოუყენებული ვაუჩერებისათვის ხორციელდება შპს „რეშენალ სოლუშენსის“ მიერ, თუ რაიმე სხვა არ არის მითითებული შესაბამისი აქციისათვის საჯარო ოფერტის პირობებში.

საიტზე მომხმარებლის ბალანსზე თანხის დაბრუნება ხდება  სრულად.
მომხმარებლის საბანკო ბარათზე თანხის დაბრუნება ხდება მომხმარებლის მიერ წერილობითი მოთხოვნისა და ყველა იმ დოკუმენტის ასლის წარდგენის შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. 

17.    საქონლის დაბრუნება ხდება მხოლოდ ვაუჩერის მოქმედების დროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ არის სათანადო ხარისხის და არ შეესაბამება საიტზე განთავსებულ აღწერას.

18.    მომხმარებელი თანახმაა, რომ იმ შემთხვევაში, როცა ვაუჩერი გააქტიურდა(გამოყენებულ იქნა) და მომხმარებლის მიერ გამყიდველისაგან მიღებულ იქნა საქონელი/მომსახურება, ყველა პრეტენზია ასეთი ვაუჩერების შესაბამისი ფულადი თანხის დაბრუნების შესახებ, მიმართული იქნება გამყიდველისაკენ.

19. აქციის დამთავრების შემდეგ თანხა უკან არ ბრუნდება გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საიტით HotSale.ge

გზა: მომსახურების პირობები