HotSale

HOTSALE
შეხვდით ძველით ახალ წელს ბაქოში! 13 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით 3 დღიანი ტური ბაქოში `Nice Tours`-ისგან ! ერთად შევქმნათ ნაის ტური საახალწლოდ! შეხვდით ძველით ახალ წელს ბაქოში! 13 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით  3 დღიანი ტური ბაქოში  `Nice Tours`-ისგან ! ერთად შევქმნათ ნაის ტური საახალწლოდ!

ყიდვა   8 
ღირებულება
240 155
დანაზოგი
77/35%
შეძენილია
0.
ნანახია: 889
დრო შეზღუდულია

ინფორმაცია ფასდაკლებაზე

შეიძინეთ ფასდაკლების ვაუჩერი 8 ლარად და მიიღეთ 35 % ფასდაკლება ბაქოს ტურზე კომპანიისგან `Nice Tours`!

 

ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში თქვენ გადაიხდით 1 პერსონაზე 155 ლარს 240 ლარის ნაცვლად

 

ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია ფასდაკლების ვაუჩერის შეძენა და ადგილზე ფასდაკლების ვაუჩერის კოდის წარდგენა!

 

ვაუჩერის შეძენამდე გთხოვთ ტურის დეტალები შეათანხმოთ კომპანიასთან `Nice Tours`!

 

შეთავაზებაში შედის:

  • 3 დღიანი ტური ბაქოში
  • ტურის ჩატარების თარიღი: 13-15 იანვარი
  • გასვლა: სააკაძის მოედანი 13 იანვარი ღამის 01:00 საათი

 

ღირებულებაში შედის:

  • სასტუმრო 4★ Bosfor Hotel Baku (აუზი, საუნა, ტრენაჟორები)
  • საუზმე 2 დღე
  • მგზავრობა კომფორტული ტრანსპორტით
  • გამყოლი
  • ექსკურსია ბაქოში
  • ფოტო და ვიდეო გადაღება

 


მოსანახულებელი ადგილები:

  • ჰეიდარ ალიევის მუზეუმი,
  • ლიტერატურული მუზეუმი,
  • იჩერი–შეხერი,
  • შირვანშაჰების სასახლე,
  • მინიატურული მუზეუმი,
  • ქალწულის კოშკი,
  • მონეტების მუზეუმი,
  • ღამის ბულვარი


ტურის აღწერა:

I დღე:
თბილისიდან გასვლა 13 იანვარს 01:00 საათზე. ჩასვლა ბაქოში 11 საათისთვის, დაბინავება სასტუმროში. იჩერი-შეჰერი ქალაქ ბაქოს ისტორიული გული. ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, გახდა პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ქალწულის კოშკი XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს. შირვანშაჰების სასახლე შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. კომპლექსში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო. შირვანშაჰების სასახლეში მუზეუმია. მინიატურული მუზეუმი რომელშიც გამოფენილია 5000 ექსპონატი. ლიტერატურული მუზეუმი რომელიც აშენებულის 1850 წელს, მუზეუმი არის 2 სართულიანი. ღამის ბულვარში გასეირნება.


II დღე:
მეორე დღეს მოვინახულებთ ჰეიდარ ალიევის მუზეუმს, რომელიც შედგება დიდი კომპლექსისგან. ითვლება ერთ-ერთ თანამედროვე სიმბოლოდ ბაქოში. პროექტის ავტორია ცნობილი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი. თანამედროვე კონსტრუქცია განკუთვნილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისათვის, და ატარებს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელს. მასში განთავსებულია კონგრეს ცენტრი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები და ადმინისტრაციული ოფისები. შენობა გახლავთ კომპლექსური, რომლის საერთო ფართობი 57,519 მ2-ია. პროექტში თითქმის არ გამოიყენება სწორი ხაზები. შენობის ფორმა ეს გახლავთ ტალღისებური მისწრაფება სიმაღლისკენ და შერწყმა მიწასთან. მსგავსი სტრქუტურა გამოხატავს არამხოლოდ არქიტექტურულ პოსტმოდერნისტულ სტილს, არამედ უსასრულობას. შენობის ხაზები კი წარსულისა და აწმყოს კავშირის სიმბოლოა. ძირითადი შენობის გარდა შემადგენლობაში შედის მიწისქვეშა პარკინგი და სკვერი. კომპლექსი ასევე მოიცავს ორ დეკორატიულ აუზსა და ხელოვნურ ტბას. გავისეირნებთ ბულვარში. სურვილისამებრ გავისეირნებთ გემით.

III დღე:
მესამე დღეს თავისუფალი დრო (შოპინგი). შუადღისას 15:00 საათზე წამოვალთ თბილისის მიმართულებით. თბილისში ვიქნებით 11-12 საათისთვის.

 


წამომსვლელთა საყურადღებოდ:

  • ვაუჩერის შეძენამდე დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე: 593 761 651; 551 54 22 49
  • მომსახურებაში არ შედის მუზეუმის, კვების და გემის საფასური.
  • საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი.

 


გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 10 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).

  •  მთვრალ მდგომარეობაში მყოფ პიროვნებას ეკრძალება წამოსვლა!!!
  •  ტრანსპორტში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია!!!
  • დაუშვებელი გამყოლთან ურჩობა
  • ამ პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის პასუხისმგებლობას

 


1 ვაუჩერით ფასდაკლებას იღებს ერთჯერადად 1 პერსონა !


აღნიშნული აქციის ვაუჩერი არ უქმდება!

აქციის პირობები


  • ტურის ჩატარების თარიღი: 13-15 იანვარი
  • მომსახურების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ ფასდაკლების კუპონის კოდი და პირადობის მოწმობა.

  • კუპონის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე არ არის შეზღუდული.
  • კუპონის შეძენამდე დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე: 593 761 651; 551 54 22 49
  • 1 კუპონით ფასდაკლებას იღებს ერთჯერადად 1 პერსონა!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე


Nice Tours

მის: კოსტავას 69 (ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსთან)

სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-19:00 სთ

ტელ: 593 761 651; 551 54 22 49

http://nicetours.ge/

facebook


www.hotsale.ge ცხელი ხაზი


ნანახია: 889
RSS Feeds
გზა: შეხვდით ძველით ახალ წელს ბაქოში! 13 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით 3 დღიანი ტური ბაქოში `Nice Tours`-ისგან ! ერთად შევქმნათ ნაის ტური საახალწლოდ!