HotSale

HOTSALE
ბუღალტრული აღრიცხვის დაჩქარებული, 1.5 თვიანი კურსი ! ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი ბუღალტრული აღრიცხვის დაჩქარებული, 1.5 თვიანი კურსი ! ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი

7 
ეს აქცია დასრულებულია
მიმდინარე შეთავაზებები
ღირებულება
285 79
დანაზოგი
199/72%
შეძენილია
5
ნანახია: 215

ინფორმაცია ფასდაკლებაზე

შეიძინეთ ფასდაკლების ვაუჩერი 7 ლარად და მიიღეთ 72 %იანი ფასდაკლება `ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი`-სგან! 

 

ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით 79 ლარს 285 ლარის ნაცვლად სრულ კურსში

 

შეთავაზებაში შედის: ბუღალტრული აღრიცხვის ინტენსიური 1.5 თვიანი კურსი

  • კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები
  • კურსი მოიცავს: 16 მეცადინეობას; მეცადინეობები ჩატარდება: კვირაში 3-ჯერ, 1.30 – 2.00 საათი (მეცადინეობები გრაფიკის შერჩევა მოხდება მსმენელის სურვილისამებრ)
  • ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 12 მსმენელი, მინიმალური რაოდენობა 6 მსმენელი

სასწავლო კურსის ბოლოს ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).

სასწავლო კურსის მსვლელობისას თითოეული მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალით და პერსონალური კომპიუტერით.

კურისი მოიცავს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებს და ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე შეისწავლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხები. პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც დაინტერესებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საგადასახადო დაბეგვრის შესწავლით. კურსის შესწავლის შედეგად მსმენელი შეძლებს წარმართოს საწარმოში ბუღალტრული საქმიანობა საერთაშირისო სტანდარტებით, ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად.

 

პროგრამა:

1. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
შესავალი, სამეურნეო აღრიცხვა, მისი არსი და მნიშვნელობა. სამეურნეო აღრიცხვის სახეები; ბუღალტერიის არსი, ბუღალტრული აღრიცხვის არსი და მიზანი, ბუღალტრული ანგარიშგების არსი, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები.

2. ანგარიშთა სისტემა და ორმაგი ჩაწერა, საერთაშორისო სტანდარტი
ბალანსი, მისი ფორმირება და განხილვა.

3. სალაროს ოპერაციების აღრიცხვა, ოპერაციების ასახვა საბანკო ანგარიშებზე
წინასწარ გაწეული ხარჯების აღრიცხვა; საგადასახადო კოდექსის განმარტებები.

4. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის დოკუმენტაცია.

5. წარმოება: დაუმთავრებელი წარმოების აღრიცხვა და მზა პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა
საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები.

6. მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნების აღრიცხვა
გაყიდვა განვადებით; უიმედო და საეჭვო მოთხოვნები; მოთხოვნები მეკავშირე საწარმოს მიმართ; მოთხოვნები საწარმოს დაქირავებულ მუშაკთა, ხელძღვანელობისა და პარტნიორების მიმართ; კაპიტალის შევსებაზე პარტნიორის გრძელვადიანი მოთხოვნის მიმდინარე ნაწილი; მომწოდებლისათვის გადახდილი ავანსები; საგადასახადო კოდექსის განმარტებები; პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.

7. დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) აღრიცხვა
საგადასახადო კოდექსის განმარტებები, საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ადგილი.

8. მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა
სავაჭრო კრედიტორული დავალიანება უცხოურ ვალუტაში; მიღებული ავანსების აღრიცხვა; სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა; გადასახდელი თამასუქები; გადასახდელი დივიდენდები საგადასახადო კოდექსის განმარტებები; ვალდებულებითი სამართლის არსი.

9. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
საკუთარი ძალებით მშენებლობა; ძირითადი საშუალებების ცვეთა; ძირითადი საშუალების აღიარების შეწყვეტა; უსასყიდლოდ გადაცემა; ძირითადი საშუალებების გადაფასება; საგადასახადო კოდექსის განმარტებები.

10. არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
საწარმოში წარმოქმნილი არამატერიალური აქტივი; არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია; არამატერიალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა; არამატერიალური აქტივების გადაფასება; გუდვილი; საგადასახადო კოდექსის განმარტებები; არამატერიალურ აქტივებზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვა; ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა.

11. საგადასახადო ვალდებულებები
მოგების გადასახადი; ქონების გადასახადი; ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა; აქციზის აღრიცხვა; აქციზი; იმპორტის გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი (გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი); გადასახდელი ხელფასები; საგადასახადო კოდექსის განმარტებები; დეკლარაციის წარდგენა, ვადები.

12. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება და ფასდათმობა; სასაქონლო მატერიალური მარაგის კორექტირება.

13. ხარჯების ცნება და კლასიფიკაცია
საგადასახადო აღრიცხვის წესები; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საკასო მეთოდით; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა დარიცხვის მეთოდით; დარიცხვის მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი; დაზღვევა.

14. კომპანიის ფინანსური შედეგის გაანგარიშება, მოგება-ზარალი (ანგარიშების გადახურვა)
ბრუნვითი უწყისი, ბალანსი და მისი ფორმირება.

15. ანგარიშგება ფულადი ნაკადების შესახებ (Cash Flow)
16. საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგება

 


1 ვაუჩერით იღებთ ფასდაკლებას სრულ კურსზე

 

მომსახურების მისაღებად აუცილებელია ფასდაკლების კოდის წარდგენა

 

ვაუჩერის შეძენამდე აუცილებელია დარეკვა და კურსზე ჩაწერა

აქციის პირობები


  • რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შეძენისთანავე 30 სექტემბრის ჩათვლით
  • მომსახურების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ ფასდაკლების ვაუჩერის კოდი და პირადობის მოწმობა.
  • ვაუჩერის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე არ არის შეზღუდული.
  • 1 ვაუჩერით იღებთ ფასდაკლებას სრულ კურსზე
  • მომსახურების მისაღებად აუცილებელია ფასდაკლების კოდის წარდგენა

ინფორმაცია კომპანიაზე


ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი

მის: მიცკევიჩის 27ბ

სამუშაო საათები: ორშ-შაბ 10:00 - 22:00სთ

ტელ: 593 65 24 05, 571 803 466

www.geu.edu.ge

facebook


www.hotsale.ge ცხელი ხაზი


ნანახია: 215
RSS Feeds
გზა: ბუღალტრული აღრიცხვის დაჩქარებული, 1.5 თვიანი კურსი ! ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი