HotSale

HOTSALE
სახის ულტრაბგერითი ღრმა წმენდა:ბრაშინგი, ოქსიგენოთერაპია, მეზოთერაპია, თვალის გარშემო კანის დატენიანება, დანსორვალიაზაცია კლინიკაში `Elita Medi`! სახის ულტრაბგერითი ღრმა წმენდა:ბრაშინგი, ოქსიგენოთერაპია, მეზოთერაპია, თვალის გარშემო კანის დატენიანება, დანსორვალიაზაცია კლინიკაში `Elita Medi`!

5 
ეს აქცია დასრულებულია
მიმდინარე შეთავაზებები
ღირებულება
180 45
დანაზოგი
130/75%
შეძენილია
0.
ნანახია: 81

ინფორმაცია ფასდაკლებაზე

შეიძინეთ ფასდაკლების ვაუჩერი 5 ლარად და მიიღეთ 75% ფასდაკლება `Elita Medi`-სგან!

 

ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში ადგილზე იხდით 45 ლარს 180 ლარის ნაცვლად!

 


შეთავაზებაში შედის :

  • სახის ულტრაბგერითი ღრმა წმენდა+ბრაშინგი+ოქსიგენოთერაპია+პილინგი+მეზოთერაპია+თვალის გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგო გელით ღრმა დატენიანება+დარსორვალიაზაცია
  • პროცედურა გრძელდება: 1 სთ და 30 წთ.
  • პროცედურა ტარდება, პროფესიონალური კოსმეტოლოგიური პროდუქციით: GIGI და DR.Kadir.


პროცედურის აღწერა:

პროცედურა იწყება დემაკიაჟით, ფორების დარბილება ხდება სპეციალური გელით, წმენდა ხორციელდება ამერიკული დერმატოლოგიური აპარატით კოსმეტოლოგის მიერ.პროცედურის დასასრულს იდება ნიღაბი.

შედეგი: ღრმად სუფთავდება კანი გარქოვანებული ეპიდერმისისგან, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.


ბრაშინგი:
ბრაშინგი ხორციელდება სხვადასხვა სიჩქარით მბრუნავი ჯაგრისებისა და ღრუბლების გამოყენებით, აგრეთვე სპეციალური სითხეების და სკრაბის დახმარებით. ამ მეთოდის საშუალებით ხორციელდება კანის ზედაპირიდან მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების მოცილება, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა; ხდება ეპიდერმისის განახლება, უმჯობესდება კანის ტურგორი. კანს უბრუნდება ბუნებრივი, ჯანსაღი იერსახე და ფერი.
მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია კანზე შემდეგი სახის პრობლემების მოსაგვარებლად:
დაბინძურებული, რელიეფური, კამედონების, ლაქების, არსებობისას.
პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა.


თვალის ირგვლივ სპეციალური ნაოჭების საწინააღმდეგო გელით ღრმა დატენიანება ფონო ფორეზით.


შედეგად: თვალის გარშემო ხდება ნაოჭების გასწორება (ანტი-ასაკობრივი შედეგი), სახის კონტურის გამოკვეთა, კანის სიგლუვე და სიმკვრივე, სახის ლიფტინგი, დაღლილი კანისთვის ჯანსაღი იერის დაბრუნება

პილინგი:
პილინგი ითვლება როგორც გამაახალგაზრდავებელ პროცედურად, ასევე მოგიგვარებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ჭორფლი, ნაიარევი, ან გამონაყრის შედეგად, კანის ზედაპირზე დარჩენილი ღრმულები.
კანის უჯრედების სასიცოცხლო ციკლი 28-დღიანია. თუ მკვდარი უჯრედები არ მოვაშორეთ, ისინი დაახშობენ ფორებს, რაც შეაფერხებს ქსოვილებისთვის საკვები ნივთიერებების მიწოდებას და დააჩქარებს კანის დაბერებას. ამის თავიდან ასაცილებლად დროდადრო უნდა ჩავიტაროთ პილინგის პროცედურა. მიჩნეულია, რომ კანის ასაკობრივი ცვლილებები დაკავშირებულია ფოტოდაბერებასთან, ანუ ულტრაიისფერი გამოსხივების დამღუპველ ზემოქმედებასთან. ნაოჭები, პიგმენტაციის მომატება, სისხლძარღვოვანი ბადე და სხვა უსიამოვნებები პილინგის საშუალებით შეიძლება ნაკლებ შესამჩნევი გავხადოთ. პილინგი ააქტიურებს კანის რეგენერაციის უნარს. უმნიშვნელო ნაკაწრიც კი მყისვე რთავს ორგანიზმში აღდგენითი პროცესების მექანიზმს. სწორედ ასე ხდება ძველი უჯრედების აქერცვლის შემდეგ. რეგენერაციის დროს გამომუშავდება ელასტინი და კოლაგენი, რომლებიც აყალიბებს კანის ახალ ფენას, ჭიმავს და ასწორებს ნაოჭებს. კოსმეტიკური პილინგის პირველივე პროცედურის შემდეგ კანი ხდება უფრო გლუვი, რბილი, ხავერდოვანი. ამ გზით შეიძლება მოვიშოროთ ასაკობრივი ლაქები, ნაწიბურები, ფერიმჭამელები და ბევრი სხვა პრობლემა.

დარსონვალიზაცია:
დარსონვალიზაციის პროცედურა პრობლემური კანის ელექტრომკურნალობის მეთოდად ითვლება დენის ცვლადი იმპულსებით (მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით).
სამკურნალო დარსონვალის პროცედურა ეფექტურია პრობემური კანის შემთხვევაში. ღრმად ასუფთავებს ჩირქოვან კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კანის ჟანგბადით გაჯერებას.

მეზოთერაპია -გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა და მოწოდებულია როგორც კანისა და კანქვეშა ქსოვილის პრობლემების მკურნალობის მეთოდი. პროცედურის დროს, კანში ან კანქვეშ მრავლობითი მიკროინექციის საშუალებით შეჰყავთ სპეციალური კოქტეილი, რომელიც მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე, იწვევს ცელულიტის კაპსულების შემცირებას და დანაწევრებას, რის შედეგადაც კანი აღიდგენს ელასტიურობას და ახალგაზრდულ ელფერს.

მეზოთერაპიის საშუალებით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება, სახის ოვალის აღდგენა, ფიგურის კორექცია ოპერაციის გარეშე, ცელულიტის ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობა.უმჯობესდება კანის ელასტიურობა, სწორდება სახის ოვალი, ქრება ან მცირდება ორმაგი ღაბაბი.

ჩვენთან კლინიკაში, მეზოთერაპიისთვის ვიყენებთ ევროპული კომპანიის MASTELLI - ის მიერ წარმოდგენილ ახალ პრეპარატს Placentex integro.
რომლის შემადგენლობაში შედის PDRN-პოლიდეზოქსირიბონუკლეოტიდი. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება რომელიც აქტიურად მონაწილეობს ახალი შემაერთებელი სტრუქტურების შენებაში.

პრეპარატი შესანიშნავად მუშაობს არა მხოლოდ ასაკობრივი კანის შემთხვევაში, არამედ სხვა ესთეთიკურ პრობლემებზეც.
პრეპარატის ბევრი დადებითი თვისებებიდან და უკუ ჩვენებების არარსებობიდან გამომდინარე, Placentex integro იდეალურია უმეტესი პაციენტებისათვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია ოპტიმალური შედეგის მიღება.

. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესების ხარჯზე კანის სტრუქტურის მყისიერი რეგენერაცია, (აღდგენა, დატენიანება) და ჯანსაღი იერის დაბრუნება.
. ლიფტინგი (წვრილი ნაოჭების გასწორება).

ოქსიგენოთერაპია (კანის ჟანგბადით გაჯერება).პროცედურა ტარდება კოსმეტოლოგიური აპარატით ჟანგბადის კანზე დატანა. რის შედეგადაც კანის ღრმა სტრუქტურებში აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ძლიერდება კანის დამცველობითი ფაქტორების გამომუშავება და კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი.

 

თქვენ მოგემსახურებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კოსმეტოლოგი.


1 ვაუჩერით მიიღებთ ფასდაკლებას ერთჯერადად!

 

ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია შეიძინოთ ფასდაკლების ვაუჩერი და ადგილზე წარადგინოთ ფასდაკლების ვაუჩერის კოდი!

 

დამატებითი იფორმაციისთვის დარეკეთ: 2986178, 2983595


კლინიკა `ელიტა-მედი` დაარსდა 2010 წელს. პირველივე დღიდან მას ხელმძღვანელობს თამარ შავოშვილი. კლინიკამ სადაც დასაქმებულია მაღალკვალიფიცირებული მედპერსონალი თავიანთი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, გულისხმიერებით, თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომით მცირე დროში დაიმსახურა პაციენტების ნდობა და პატივისცემა – რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება. კლინიკამ დაიკავა საპატიო ადგილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში
ელიტა მედი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით,აქ მოსულ პაციენტს ხვდება,მშვიდი გარემო და ყველანაირი პირობა,ჩაიტაროს მთელი რიგი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები,მაღალი ხარისხის გარანტიით და მოხდეს სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობის შერჩევა.
კლინიკაში მუშაობენ:ოჯახის ექიმები:რუია ვინიცკებიჩი და ელისო შავგულიძე, ენდოკრინოლოგი მანანა პაპუაშვილი,ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი:თამარ ალავიძე.მეან-გინეკოლოგები:მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირმა ენუქიძე,მაკა ადამაშვილი, შორენა გოგოხია, ჯულია გაგუა.გასტრო-ენტეროლოგები: ნათელა წიკლაური,პროფესორი ირაკლი ხმალაძე.დერმატო-ვენეროლოგი:ლიანა ჯერვალიძე.კარდიოლოგები: მედიცინის დოქტორი იზო ქოჩუა, გია შანგუა.ნევროლოგი:ალეკო ჭურაძე,ნევროლოგ-ვერტებროლოგი ნათია ბაბუხადია,ოფთალმოლოგი:აკადემიკოსი თამარ ბეზარაშვილი.უროლოგი:გიორგი უთურბეგაშვილი. ექიმი–ლაბორანტი: მარინა მაჩაბელი;ექიმი -კოსმეტოლოგი:მარიკა მიხელიძე. სისხლძარღვთა ქირურგები, ანგიოლოგები: გიორგი ალადაშვილი, გიგი ბრეგაძე, ექიმი–რევმატოლოგი რუსუდან ბიბილაშვილი და სხვა სპეციალისტები.
კლინიკაში ფუნქციონირებს:
ორსულთა მეთვალყურეობა-პატრონაჟი, რომელიც მოიცავს 4 უფასო ვიზიტს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. კოსმეტოლოგიური კაბინეტი. ტარდება ყველა სახის პროცედურა: პლაზმოლიფტინგი,მეზოთერაპია,ბოტოქსი,მეზოძაფები, ბიორევიტალიზაცია, ანტიცელულიტური მეზოთერაპია მაღალი ხარისხის პროდუციით.
ასევე წარმატებით ტარდება:
სკლეროთერაპიის პროცედურები – ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენების,საშუალო და მცირე კალიბრის ვენების(კაპილარული ქსელების)არაოპერაციული მეთოდით მოცილება.
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა.

აქციის პირობები


  • მომსახურების მიღება  შესაძლებელია ვაუჩერის შეძენისთანავე 22 ოქტომბრის ჩათვლით.
  • ფასდაკლების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ ფასდაკლების ვაუჩერის კოდი და პირადობის მოწმობა.
  • ვაუჩერის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე არ არის შეზღუდული. 
  • საჭიროა წინასწარ ჩაწერა.
  • 1 ვაუჩერით მიიღებთ ფასდაკლებას ერთჯერადად!

ინფორმაცია კომპანიაზე


ელიტა მედი

მის: დადიანის4 (თავისუფლების მოედანი)

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10-19

ტელ: 298-35-95  298-61-78, 555 675919

facebook


www.hotsale.ge ცხელი ხაზი


ნანახია: 81
RSS Feeds
გზა: სახის ულტრაბგერითი ღრმა წმენდა:ბრაშინგი, ოქსიგენოთერაპია, მეზოთერაპია, თვალის გარშემო კანის დატენიანება, დანსორვალიაზაცია კლინიკაში `Elita Medi`!