HotSale

HOTSALE
ვირტუალური თავგადასავლები რეალურ სამყაროში `კაფსულა`/`Kafsula`. ვირტუალური თამაშების და შემეცნების კლუბი გთავაზობთ საუკეთესო გართობას ვირტუალური თავგადასავლები რეალურ სამყაროში `კაფსულა`/`Kafsula`. ვირტუალური თამაშების და შემეცნების კლუბი გთავაზობთ საუკეთესო გართობას

ყიდვა   1 
ღირებულება
12.5 9.35
დანაზოგი
2.15/25%
შეძენილია
10
ნანახია: 264

ინფორმაცია ფასდაკლებაზე

შეიძინეთ ფასდაკლების ვაუჩერი ჩამოსაშლელი სიიდან და მიიღეთ 25 % ფასდაკლება ვირტუალური რეალობის თამაშებისა და შემეცნების ცენტრისგან `Kafsula`!

 

ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში ადგილზე იხდით ფასდაკლებულ ფასს სასურველ პაკეტზე!

 

შეთავაზებაში შედის:

  •  სასურველი დროის პაკეტები გასნხვავებული თამაშებით
  •  თქვენთვის განკუთვნილ დროში ირჩევთ ნებისმიერ არსებულ თამაშებს.

 

  • 30 წუთიანი პაკეტი 12,5 ლარის ნაცვლად 9,35 ლარად! (ვაუჩერი 1 ლარი)
  • 60 წუთიანი პაკეტი 25 ლარის ნაცვლად 18,75 ლარად! (ვაუჩერი 1,50 ლარი)
  • 90 წუთიანი პაკეტი 37,5 ლარის ნაცვლად 28,1 ლარად! (ვაუჩერი 2 ლარი)

 

კაფსულას განახლებული და მუდამ მზარდი თამაშების კატალოგი:

Action Games:
1.Arizona Sunshine
აპოკალიფსი. თუმცა როდესაც მხოლოდ უდაბნო არსებობს სინანულს - არა, მაგრამ გადარჩენას აქვს აზრი. ჯავრს რა თქმა უნდა ზომბებზე ვიყრით, გზადაგზა მრავალფეროვან იარაღს აღმოვაჩენთ - ვტენით, ვისვრით, მოგვდევენ, გავრბივართ და ისევ ვისვრით.
2.Gorn Gorn
შეერკინე გლადიატორთა ლეგიონს სისხლიან არენაზე, გაიკაფე გზა ხმლით, შუბებითა და ფარით დიდების მწვერვალისკენ (თუ მანამდე თავად არ გაქციეს ნაკუწებად)!
ერთ-ერთი საუკეთესო საბრძოლო სიმულაცია
3. Lucky's Tale
ულამაზეს, მაგრამ ხიფათით აღსავე ჯადოსნურ სამყაროში იღბლიან ლაკის გზა გავუკვალოთ მელიის ბედნიერებისკენ. თუმცა, ლაკი მანამდეა იღბლიანი სანამ თითებს მარჯვედ იყენებ.
4.Elven Assassin
რობინ ჰუდი, ლეგოლასი, არჩერი და მათი მეგობრები ქილა მაწონზე სოფელს ვიცავთ ორკებისა და დრაკონებისაგან! მშვილდ-ისარი გაგრძელებაა ჩვენი მკლავების.
5. Superhot VR
თუ გიყვართ ლოგიკური, სააზროვნო და ასევე საბრძოლო თამაშები, მაშინ არ გამოტოვოთ ეს თამაში. შეანელე დრო და გათვალე მომავალი სვლები!
6. Ripcoil
ინტერგალქტიკური ფრისბი, მთელი სხეულის დინამიკა, ბევრი მოძრაობა და ფიტნეს დარბაზები დავიწყებას მივცეთ.
7. Serious Sam
ტყვია-წამლის წვიმა, მტრის უწყვეტი ტალღები და ადრენალინის ზღვა. განსაცდელს უღიმოდე და ჩახმახს თითს არ უშვებდე.
8. Raw Data
გაფუჭებული რობოტები, მოშლილი რობოტები, ცუდი რობოტები. მათი ადგილი ჯართის ქარხანაშია. თუმცა მანამდე უნდა დაარწმუნოთ ისინი სხვადასხვა მეთოდებით: ხმლით, პისტოლეტებით ან ხმაურიანი ვინჩესტერით. კაცობრიობა შენ იმედზეა, მოიპოვე აუცილებელი ინფორმაცია და გათიშე მავნე მანქანები!
9. Dead And Burried
მისტიური, ველური დასავლეთი - ძარცვა, გლეჯა, დუელი, ბანკები და გატაცებული მატარებლები, ვისკით აქოთებული სალონები, ავაზაკები და სროლისთვის მუდამ მომზადებული შერიფი.
10. The Climb
ალპინისტი შენში! დაიყპარი მთები, კლდეები! ყველა სიმაღლე! ხოლო, როდესაც ბოლოში გატკბილდების, გადმოიხედე არწივის ფრენის სიმაღლიდან და დატკბი გავლილი გზით. დაღლილობაზე აღარ იჩივლებ.
11. John Wick Chronicles
ჯონი გაბრაზებული, სწრაფი და მომაკვდინებელია. ერთ-ერთი საუკეთესო, რთული და დინამიური თავგადასავალი რომელიც განსაცდელია და უნდა განიცადო.

Adventures
1. Windlands
დაცემული ცივლიზაციის ნანგრევები, საიდუმლობები და უსაზღვრო სამყარო რომელიც ელის უშიშარ მკვლევარს. იხტუნე, იფრინე ზღაპრული ციხე-კოშკების თავზე - უბრალოდ ისიამოვნე სივრცით, ან დაიპყარი რთული მარშუტები და შეიცან შეუცნობელი.
2. Accounting
ბუღალტრები. ბუღალტერია. სერიოზული ადამიანები სერიოზული პროფესიით. ახალი ოფისი, სამუშაო ადგილის მოწყობა. უცნაური კასეტა უჯრაში. ჩავდეთ დამკვრელში. კიდევ უფრო უცნაური სათვალე. მოვირგეთ... და შევაბიჯეთ შეშლილ სამყაროში შეშლილ არსებებთან არასერიოზული მოქმდებებისა და ასეთივე შედეგებისთვის.
3. Paranormal Activity: The Lost Soul
შიშის ახალი განზომილება საშინელებათა სახლში სადაც მოგიწევთ საშიშ მოვლენებს ფარდა ახადოთ და მეტი საშიშროება დაიტეხოთ თავს. სიმამაცის გამოცდა!
4. Dear Angelica
ემის ჯილდოს მფოლბელი ულამაზესი ანიმირებული მოთხრობა, რომელიც მთხრობელის მოგონებების ქვეცნობიერში გვამოგზაურებს და განუმეორებელი ფერებით, მუსიკით და ფორმებით აცოცხლებს გარდასულ დღეთა რუხ საფარს ქვეშ მოქცეულ ძვირფას სახეებსა და მომენტებს.

 

1 ვაუჩერით ფასდაკლებას იღებთ შემოთავაზებული დროების 1 პაკეტზე!

 

აუცილებელია წინასწარ დარეკვა და დროის დაჯავშნა

 

Facebook გვერდი და საიტი:
facebook
თამაშების კატალოგის სანახავად ეწვიეთ საიტს:
kafsula.ge

აქციის პირობები


  • მომსახურების მიღება შესაძლებელია ვაუჩერის შეძენისთანავე 25 ოქტომბრის ჩათვლით
  • მომსახურების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ ფასდაკლების ვაუჩერის კოდი და პირადობის მოწმობა.
  • ვაუჩერის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე შეზღუდული არ არის
  • აუცილებელია წინასწარ დარეკვა და დროის დაჯავშნა
  • 1 ვაუჩერით ფასდაკლებას იღებთ 1 პაკეტზე!

ინფორმაცია კომპანიაზე


`Kafsula`

მის: ალ.ყაზბეგის 24, თბილისი

სამუშაო საათები: ყოველდღე, 12-ბოლო მებრძოლამდე

ტელ: 995551275177, +995555545648

kafsula.ge

facebook.com


www.hotsale.ge ცხელი ხაზი


ნანახია: 264
RSS Feeds
გზა: ვირტუალური თავგადასავლები რეალურ სამყაროში `კაფსულა`/`Kafsula`. ვირტუალური თამაშების და შემეცნების კლუბი გთავაზობთ საუკეთესო გართობას